448 მოქალაქეს შეუწყდა მთის სტატუსი ქედაში. როგორც სტატუსის მინიჭების საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, მიზეზი რეგისტრაციის ცვლილება და გარდაცვალებაა. ასევე, სტატუსი დროებით შეუჩერდა 355 სტუდენტს, რომელიც მუნიციპალიტეტში დროებით აღარ ცხოვრობს.
2016 წლის იანვრიდან დღემდე მთის სტატუსის შეღავათით მუნიციპალიტეტში 15 ათას 112 მოქალაქე სარგებლობს. ამ დროისთვის ქედის გამგეობაში მთის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 11 განცხადებაა შესული. გამგეობაში სპეციალურად შექმნილი კომისია განცხადებებს ინდივიდუალურად შეისწავლის.