მოძრავი სერვისცენტრები

07 ივნისი 2016, 00:00 4053 ნახვა

დღესვე ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქედაში გადასახადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გადამხდელებს მომსახურების მიღებისთვის მოძრავი სერვისცენტრი შესთავაზა. შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისები. მინისტრის განცხადებით მოძრავი ავტომობილი წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით იმოძრავებს. კონკრეტულად რა თანხა  დაუჯდა სამინისტროს  ორი მოძრავი სერვისის შეძენისთვის უცნობია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი