„ევროპულმა საქართველომ“ შუახევში გამგებლობის კანდიდატად მირზა თურმანიძე წარადგინა. მირზა თურმანიძემ ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელშიც ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, დასაქმება და სოციალური შემწეობის აღდგენაა გაწერილი.
მირზა თურმანიძე 2008 - 2011 წლებში შუახევის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. მიმდინარე წლის თებერვლიდან კი „ევროპული საქართველოს” შუახევის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.