საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა წამყვანი უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, - ამის შესახებ ტერორიზმის საკითხზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა დადებითადაა შეფასებული. საქართველოს ამჟამად აქვს არსებითი სამართლებრივი ჩარჩო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნისათვის. გაეროს უშიშროების საბჭოს 2178 რეზოლუციის შესაბამისად, 2015 წელს, მთავრობამ შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები იმისათვის, რომ მომხდარიყო უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ქმედებების და ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზაცია.
საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ინტენსიურად იყო ჩართული კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად გლობალურ უსაფრთხოებაში. საქართველოს უწყებები აგრძელებდნენ მუშაობას უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ კოლეგებთან ინფორმაციის უფრო აქტიური გაცვლის მიმართულებით. საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ შიდასახელმწიფოებრივი პროგრამის იმპლემენტაციის მიმართულებით“, - ნათქვამია ტერორიზმის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.