შიიტი მუსლიმები რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს ასაჩივრებენ.
ამბობენ, რომ შიიტ, სუნიტ და სხვა მიმდინარეობის მუსლიმებს აქვთ საერთო დაფინანსება, 2014 წელს მიღებული ეს წესი კი მათი ინფორმაციით არ ვრცელდება ქრისტიანულ მიმდინარეობებზე. მთავრობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.