საკრუიზო ტურიზმი, განათლება და ბიზნესსექტორი-ამ საკითხებზე საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ოდესის ოლქის გუბერნატორი. კომენტარი ჟურნალისტებთან სწორედ მხარეებს შორის აუდიენციის დასრულების შემდეგ გაკეთდა.
მაქსიმ სტეპანოვმა ჩვენს შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში, პეტრო პოროშენკოს მიერ შეტანილ განცხადებას ეხება.