სოფელ ნენიაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

18 ივლისი 2017, 00:00 3494 ნახვა

შუახევში, სოფელ ნენიაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზა მოასფალტდა, მოეწყო ექვსი საყრდენი კედელი და გაბიონები. გაკეთდა ბეტონის არხი. სამუშაოების ღირებულებამ 711 ათას 700 ლარი შეადგინა.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტი წელს შუახევში, ასფალტ-ბეტონის საფარს 9 ათას 440 კილომეტრ გზაზე მოაწყობს.

ამავე კატეგორიაში