შეზღუდული დაცვის უფლება და მაგალითები, რომლებსაც ადვოკატები ჰყვებიან. ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ბოლო შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, როდესაც მას დაკავებულის მონახულების უფლება მხოლოდ იზოლატორში გადაყვანის შემდეგ მიეცა.
დაკავებულებმა ხშირად არ იციან, რომ აქვთ უფლება ნარკოლოგიური შემოწმებისას უარი თქვან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ხშირად სწორედ ამიტომ, ანუ იმისთვის, რომ მათ დაკავებულს ეს ინფორმაცია ვერ მიაწოდონ, საგამოძიებო ორგანოები სხვადასხვა მიზეზით აჭიანურებენ დაკავებულთან ადვოკატის შესვლის პერიოდს. ბოლო შემთხვევას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი, პასუხი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროში.