სატელეფონო საუბარი პრემიერსა და კანცლერს შორის

07 ივნისი 2016, 00:00 3602 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას. ამ და სხვა საკითხებს ქართული და გერმანული მხარეები გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილმა კანცლერს გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი