II ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სიტყვით გამოსვლისას კი ბრიგადის საბრძოლო დამსახურებაზე და ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში 4 სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის მინისტრმა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით დააჯილდოვა. პირველი ხარისხის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ 5 სამხედროს გადაეცა. 10 მათგანი კი საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.