,,საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები’’- ამ საკითხებზე დღეს საჯარო შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ოკუპაციაზე ისაუბრეს. შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.