“ბათუმური ზაფხული 2017”-კონცერტები გრძელდება

15 ივლისი 2017, 00:00 3649 ნახვა

“ბათუმური ზაფხული 2017” გრძელდება. პროექტის ფარგლებში გუშინ საღამოს კონცერტი ბულვარის კოლონადებთან ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა და მუსიკალურმა ჯგუფებმა გამართეს.

შესრულდა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები. პროექტს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. კონცერტები ყოველ საღამოს 20 საათზე იწყება.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში