ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხულოს გამგეობას ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისკენ მოუწოდებს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, სტადიონის ინფრასტრუქტურის და გასახდელის კეთილმოწყობისთვის თანხები არა ერთხელ გამოიყო, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა.
ბრალდება აფსურდულია გამგებლის მოადგილის განცხადებით. ლაშა ბოლქვაძის განცხადებით, სტადიონის კეთილმოწყობისთვის პროექტი უკვე მზად არისა და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 56 ათასი ლარი დაიხარჯება.