ბეშუმში საკურორტო სეზონი გაიხსნა. ხულოს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ გასული წლებისგან განსხვავებით დამსვენებლებს გამართული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ამ დროისთვის ბეშუმში შიდა გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი იხარჯება.
კვლავ პრობლემად რჩება კურორტთან მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული მონაკვეთი საგზაო დეპარტამენტის მომდევნო წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კი იმ ოჯახების შესწავლა მიმდინარეობას, რომლებიც გზასთან ახლოს ცხოვრობენ. ბეშუმში ტურისტული სეზონი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.