თხილვანელები დამეწყრილ კარმიდამოს არ ტოვებენ

14 ივლისი 2017, 00:00 2419 ნახვა

მეწყერსაშიშ ზონაში მცოხვრებმა თხილვანელებმა შესაძლოა წლევანდელი ზამთარი კვლავ თხილვანში გაატარონ. არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც ისინი სასწრაფო განსახლებას ექვემდებარებიან. მთავრობამ დაუშვა გამონაკლისი და 28 ოჯახს 25-25 ათასი ლარი პირად ანგარიშზე დაურიცხა, 40-ს კი ცოტა ხანში გადასცემს. მათ, პირობის თანახმად, მიწა უნდა ეყიდათ და სახლები გადაეტანათ.

ნაწილმა ხელვაჩაურში ბინა მშენებარე სახლში იყიდა, რომელიც წელს ვერ დასრულდება. ნაწილმა მიწა შეიძინა, თუმცა სახლი დაზიანებულია და ვერ  გადააქვს. გარდა ამისა ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ მოსავალი უნდა აიღონ. მოკლედ მთავრობას მოუწევს გადახედოს გადაწყვეტილებას და იფიქროს იმაზე, თანხის გაცემის მიუხედავად, როგორ უზრუნველყოს ამ პირობებში მოქალაქეების უსაფრთხოება.  

ამავე კატეგორიაში