გზა გასული საუკუნიდან. ხმელეთიდან 280 მეტრზე, გზა ჰაერში, რომელიც მოსახლეობისთვის უალტერნატივოა. ვსაუბრობთ ხულოს ისტორიულ საბაგიროზე, რომელიც თაგოს მცხოვრებლებს დაბა ხულოსთან აკავშირებს. ე.წ. გონდოლა გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ, 90-იანი წლების ინფრასტრუქტურით და ბაგირს მიღმა არსებული ამავე საუკუნის ბილიკებით.
საბაგირო გზის ტექნიკოსები ირწმუნებიან, რომ ამოწმებენ და უსაფრთხოა, გზით ყოველდღიურად ათობით ადგილობრივი სარგებლობს. იგი მონიშნულია ტურისტულ რუკებზე.