საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად, ისარგებლოს ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით და უსასყიდლოდ მიიღოს უახლესი თაობის სამკურნალო მედიკამენტები. 13 ათასი ადამიანი ელოდება პროგრამის გაფართოვებას. მომსახურების უზრუნველსაყოფად აჭარაში დამატებითი ცენტრის გახსნა იგეგმება.