გოდერძის უღელტეხილთან მისვლამდე ღია ცის ქვეშ არაერთ მეფუტკრეს შეხვდებით, რომლებიც გზაზე ფუტკრის ოჯახებს უვლიან. მათგან მიღებულ თაფლს კი რეალიზაციას ადგილზე უწევენ . აქ ერთი ლიტრ თაფლს 15 ლარად შეიძენთ.
ხულო-ბეშუმის დამაკავშირებელ ცენტრალური გზა. გასაყიდი თაფლი.
''ტყის კევი, კაიმაღი, ყველი“ - აქ, მოქალაქეებს ადგილობრივი პროდუქტების ყიდვა შეუძლიათ. ვარდო ბებოს თქმით, მთაში მიღებული რძის პროდუქტი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
ვარდო კოჩალიძე 72 წლის : ფოტო სოფო შავაძე
მაღალმთიანი აჭარა. სოფელი რიყეთი.
გზაზე, ხის ჯიხურების გარე ფასადზე რკინის ლურსმანზე ჩამოკიდებულ სხვადასხვა ორნამეტებით ნაქსოვ წინდებსაც ნახავთ.