11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას დღეს ჩანიშნული პროცესი 15 ივლისისთვის გადაიდო. მიზეზი ღოღობერიძის გამოუცხადებლობა გახდა. ადვოკატის თქმით, ღოღობერიძემ სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომ იგი საქმის არსებით განხილვას ვერ დაესწრებოდა.
პაატა შავაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა გახდა განცხადების მიზეზი. ვარაუდობს, რომ იგი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. უფლებადამცველი თქმით მერაბ ღოღობერიძეს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.