ნაციონალური მოძრაობის პრეტენზიები

10 ივლისი 2017, 00:00 3278 ნახვა

 ნაციონალური მოძრაობა ქობულეთში შესრულებული  ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხს იწუნებს. მერაბ ცინცაბაძე აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები დასახელებულ ფასზე დაახლოებით 20%-ით  ნაკლებ თანხას სთავაზობენ. მისი თქმით, ეს მოგვიანებით   შესრულებული სამუშაოების ხარისხზე აისახება.

 გამგეობაში კი ირწმუნებიან, რომ სამუშაოების დაწყებამდე ექსპერტიზის დასკვნა მზადდება.  დგინდება,  შესაძლებელია თუ არა შეთავაზებულ თანხაში პროექტის განხორციელება.  გარდა ამისა, კომპანიებს აქვთ საგარანტიო ვალდებულებებიც. ტენდერების შედეგად დაზოგილი თანხები, ბიუჯეტის ცვლილებების დროს სხვა პროექტებზე ნაწილდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი