საქართველოში, მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მაისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით, ხოლო ტურისტების - ვინც, საქართველოში 24 საათს და მეტხანს რჩება - 24, 3%-ითა გაზრდილი. მონაცემების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეზობელი ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.