პაციენტის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ

09 ივლისი 2017, 00:00 5157 ნახვა

34 წლის ნინი კაცაძე, რომელსაც ოპერაცია რეფერალურ საავადმყოფოში გაუკეთდა, ორი თვის  შემდეგ, ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდა. როგორც ახლობლები ყვებიან  სახლში გაწერის შემდეგ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ახლობლები ექიმების გულგრილობაში საუბრობენ და მათი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

ოჯახი  მუქარასა და საავადმყოფოს მხრიდან უარზეც საუბრობს, როგრც განმარტავენ, ექიმის ჩამოყვანასა და პაციენტის რეანომობილით გადაყვანაზე მათ უარი მიიღეს. საპირისპიროს ამტკიცებენ კლინიკის ხელმძღვანელი პირები და განმარტავენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში იშემიური ინსულტით შეიყვანეს, რაც ორი თვის წინ ჩატარებულ ოპერაციასთან, კავშირში არ არის.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში