ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა

09 ივლისი 2017, 00:00 11567 ნახვა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 34 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები მედიკოსებს არასწორ მკურნალობაში, გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, დედაქალაქიდან ექიმის ჩამოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა ბოლო მომენტში მოწვეულმა მედიკოსმა ჩამოსვლა გადაიფიქრა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ კლინიკის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას.

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან ამ დრომდე რჩებიან. ისინი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ და შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.სამედიცინო დაწესებულების მედიკოსების განცხადებით პაციენტი 12 დღის წინ საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. რაც ორი თვის წინ,  კუჭზე ჩატარებულ ოპერაციასთან, არანაირ კავშირში არ არის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაალ მიქელაძემ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებს,  ფაქტის შესახებ ტელეფონით აცნობა. ხვალ კი უწყებას წერილობით მიმართავენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის  116 მუხლით დაიწყო,რაც  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს.

 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში