ქობულეთის სანაპირო საპირფარეშოების გარეშე

06 ივლისი 2017, 00:00 2474 ნახვა

ტურისტული ქალაქი, სადაც სულ 5 საპირფარეშოა, აქედან 3 არ ფუნქციონირებს. დარჩენილი ორიდან ერთს წყალი არ მიეწოდება, მეორეში კი ხელის დაბანის შემდეგ, შესაძლოა ხელი ისევ დასაბანი გქონდეთ, რადგან ონკანი დაზიანებული და დასვრილია.

ხუთივე საპირფარეშოში ანტისანიტარიაა. დაზიანებულია კედლები. მოკლედ თუ მაინც ისარგებლებთ ამ საპირფარეშოებით, გაითვალისწინეთ საკეტები არ მუშაობს. გამგეობამ, რემონტისთვის, ტენდერი სამჯერ გამოაცხადა, სამივე ჩავარდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი