ც ჰეპატიტის პროგრამა ფართოვდება

06 ივნისი 2016, 00:00 4923 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრო ცე-ჰეპატიტის პროგრამის კრიტერიუმების გაფართოებას იწყებს. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება დამატებითი კრიტერიუმების გარეშე ისარგებლოს ცეჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის, ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად, მიიღოს ცეჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ. პაციენტს ცეჰეპატიტის ბაზაში, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად ყველა კვლევა, გაივლის მხოლოდ რეგისტარციის ეტაპს და უნდა მიმართოს ცეჰეპატიტის ცენტრებს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამ ეტაპზე ამ პროგრამაში რეგისტრირებულია და მომლოდინე რეჟიმში იმყოფება 13 000 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ ეს   უწყვეტლივ გაგრძელდება  და  ყოველწლიურად 20-დან  30 000-მდე  ადამიანი იმკურნალებს, ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს სკრინინგის გამოვლენას, რაც გაუადვილებს პაციენტებს პროგრამაში მოხვედრას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი