ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ჩაუტარდა გამოკვლევები, რის შედეგაც 13 წლის მოზარდს ქალა-ტვინის ტრამვა დაუდგინდა.
მოგვიანებით კი მშობლების ინიციატივით ის დედაქალაქში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.