კურორტ ბეშუმში არსებული უკანონო ნაგავსაყრელი გაუქმდა. ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ტყის განვითარების პროექტის განხორციელება. ინიციატივა პროექტების „ტყის მართვა” და „ნარჩენების ტექნოლოგიები საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
ხულოს მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი არ არსებობს, ამიტომ ბეშუმიდან - ბათუმის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე ნარჩენებს ბათუმის სანდასუფთავების ავტომობილებით გაიტანენ. კურორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნარჩენების მართვისთვის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა ნაგვის ურნები. ბეშუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივლისს იხსნება.