მაშველებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს - ბათუმის სანაპირო დღეს

05 ივლისი 2017, 00:00 10347 ნახვა

მაშველებმა დღეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.  სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დილიდან ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. 

ფოტო ბათუმის სანაპიროდან

მიუხედავად ამისა, მოქალაქეები მითითებებს არ ემორჩილებიან და ზღვაში საბანაოდ მაინც შედიან. ახალგაზრდების გადარჩენის ოპერაციაში 4 მაშველი და 2 სამაშველო სკუტერი იყო ჩართული.

სარფიდან ჩოლოქის ჩათვლით შავი ზღვის სანაპიროზე 110-ზე მეტი მაშველი მუშაობს. ტურისტულ სეზონზე, საჭიროების შემთხვევაში მათ სარეზერვო ჯგუფიც დაემატება. ცურვა ნებადართულია მაშინ, როცა სანაპიროზე თეთრი ალამია აღმართული. შავი ზღვის სანაპიროზე მაშველები დილიდან საღამომდე მორიგეობენ. საზღვაო აკვატორიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე სამაშველო განყოფილება, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში