ქედის ფოლკლორული ანსამბლები აუდიო-ალბომების გამოცემაზე მუშაობენ. ფოლკლორულ სიმღერებს ანსამბლი „ელესა", „იაგუნდი" და „მოყვარე” გამოსცემენ.
თითოეულ ალბომში 20-მდე სიმღერა იქნება თავმოყრილი. ფოლკლორული სიმღერების ჩაწერას ფონდი „ქართული გალობა" ახორციელებს და მისი მიზანი წლების განმავლობაში, ანსამბლების მიერ შემონახული მაღალმთიანეთის ფოლკლორის შენახვაა. გამოიცემა ადგილობრივი მეჭიპონეების პირველი აუდიო ალბომიც.