გეგმიური სწავლება მაზარ-ი-შარიფში „ჯონპრეტის" საწვრთნელ პოლიგონზე. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეული სწავლებაში გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა.
პროცესში გერმანიის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა იყო ჩართული. წვრთნაში საინჟინრო, ტექნიკის ევაკუაციისა და სამედიცინო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.