ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 -12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთმა დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ შიმშილობის დაწყების მიზეზები პროცესზე განმარტა. ის ამბობს, რომ ამ ფორმით საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევა სურდა.
ასევე სახალო დამცველთან შეხვედრას მოითხოვდა. მისი თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
"მე დავით მამისეიშვილი პირობას ვდებ, რომ გადაწყვეტილება ობიექტური იქნება" - განაცხადა საქმის მოსამართლემ.
"მე ჩემი მეგობრების მანქანებს არ დავწვავდი" - ამბობს მერაბ ღოღობერიძე. იგი ირწმუნება, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები - ირაკლი ჭეიშვილი და ცოტნე ანანიძე მისი მეგობრები არიან. "აქციის ორგანიზებას, ანანიძის მანქანის დაწვასა და ჭეიშვილისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას როგორ დავუშვებდი" - განმარტა ბრალდებულმა.