მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის განხილვამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს

03 ივლისი 2017, 00:00 3393 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს უმაღლეს საბჭოში ისმენენ. სხდომის დაწყებამდე განცხადებები გაკეთდა. "ევროპული საქართველოს" წევრი პეტრე ზამბახიძე დაინტერესდა, შეხვედრის შესახებ მესამე სექტორი იყო თუ არა ინფორმირებული.მმართველი გუნდის წევრ ნინო ჩხეტიას თქმით ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსებული იყო. სხდომაზე დასწრების საკითხი კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გადასაწყვეტი იყო.

"რატომ არ იმყოფება განხილვაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე?" - კითხვით დეპუტატებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ასმათ დიასამიძემ მიმართა. 

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ნატა იმედაიშვილი მიმართავს. ის დეპუტატებს დოკუმენტის შინაარს აცნობს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი