ქედის ფოლკლორული ანსამბლები აუდიო-ალბომების გამოცემაზე მუშაობენ. ფოლკლორულ სიმღერებს ანსამბლი „ელესა", „იაგუნდი" და „მოყვარე” გამოსცემენ. თითოეულ ალბომში 20-მდე სიმღერა იქნება თავმოყრილი.
ფოლკლორული სიმღერების ჩაწერას ფონდი „ქართული გალობა" ახორციელებს და მისი მიზანი წლების განმავლობაში, ანსამბლების მიერ შემონახული მაღალმთიანეთის ფოლკლორის შენახვაა. გამოიცემა ადგილობრივი მეჭიპონეების პირველი აუდიო ალბომიც.