დაღუპულია 9 ადამიანი-ყაზახეთში ანტიტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა

05 ივნისი 2016, 00:00 3192 ნახვა

ექსტრემისტების თავდასხმა იარაღის მაღაზიებზე ყაზახეთში. ქალაქ აქტობეში სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 9 დაიჭრა. როგორც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალმას სადუბაევმა უთხრა როიტერსის სააგენტოს, თავდასხმაში ეჭვმიტანილი არიან "რადიკალური, არატრადიციული რელიგიური მოძრაობის წევრები". ასე ყაზახეთის ოფიციოზი მოიხსენებს ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს". სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ მოკლა სამი თავდამსხმელი, ერთი კი - შეიპყრეს. მიმდინარეობს ოპერაცია შეირაღებულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირებისა და მათი მხარდამჭერების გამოსავლენად. ყაზახეთში ანტიტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი