"გულის ექო"- ასე ქვია ახალგაზრდა პოეტის ჯაბა გორგილაძის ლექსების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში გაიმართა. როგორც ავტორი ამბობს, ლექსები ძირითადად პატრიოტულ თემატიკას ეხმაურება. წიგნის შეძენა მსურველებს პრეზეტაციაზე შეეძლოთ. სანამ ავტორი საკუთარი შემოქმედებიდან ლექსებს წაიკითხავდა, საღამოზე რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესრულდა.