ხულოში, მწვანე ტბასთან მისასვლელი 6 კილომეტრნახევრიანი სიგრძის გზის მოხრეშვა - მოშანდაკება მიმდინარეობს. შევიწროვებული ადგილების გაფართოება რამდენიმე დღეში დასრულდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრის განმარტებით, სამომავლოდ გზის მოასფალტებაც იგეგმება. უწყება მწვანე ტბის მიმდებარედ რეკრეაციული ზოლის მოწყობაზე მუშაობს. პროექტირება მიმდინარე წელს დასრულდება, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.