ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა 79-ე საზეიმო გაცილება გაიმართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულება წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.
სტუდენტურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, 150-მდე სტუდენტი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონიაზე ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებმა ჰიპოკრატეს ფიცი დადეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ამსახველი ფოტოები და FAB LAB BSU-ს ნამუშევრები. საღამო უნივერსიტეტის მუსიკალურმა ბენდმა გააფორმა და იგი ფერების ფესტივალით დასრულდა.