საგაზაფხულო სესია დასრულდა

30 ივნისი 2017, 00:00 2650 ნახვა

ცვლილება შედის განათლების კანონში, რომლის მიხედვითაც აჭარის განათლების მინისტრს უფლება ენიჭება, თავად გაათავისუფლოს, ან დანიშნოს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები.

საკითხს კანონმდებლებმა მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი. ეს ინიციატივა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიას ეკუთვნის, ზოგადად ბოლო პერიოდში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აჭარიდან ინიციატივამ დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა. დღევანდელი სხდომით საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაიხურა.

თეონა ხარაბაძე დაინტერესდა, რამდენად აქტიურები იყვნენ, ამ 5 თვის განმავლობაში, ის ადამიანები, რომლებსაც ხალხმა მანდატი მიანიჭა და მხარი დაუჭირა, ამ შემთხვევაში მოგვიყვება დეპუტატებზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში  აჭარის კვოტით იმყოფებიან და ბიუჯეტიდან ხელფასის სახით ათასობით ლარს იღებენ ყოველთვიურად. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი