უმაღლეს საბჭოში უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი ისევ ვერ აირჩიეს

08 აპრილი 2016, 00:00 4068 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი ისევ ვერ აირჩიეს. კვორუმის არარსებობის გამო სხდომა არ შედგა. უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მიერ წარდგენილ დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის უნდა ეყარა კენჭი. რეგისტრაცია ორჯერ გაიმართა. ორივე შემთხვევაში რეგისტრაცია მხოლოდ 5-მა დეპუტატმა გაიარა. 15 აპრილამდე კიდევ ერთი სხდომა გაიმართება, ჩაშლის შემთხვევაში კი, უსკო-ს თავმჯდომარის კონკურსი თავიდან გამოცხადდება.

ამავე კატეგორიაში