ოპოზიციური პარტიების ლიდერები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ პარლამენტიდან გამოიწვიოს კონსტიტუციის პროექტი და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი თავიდან დაიწყოს. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთეს.
" ამ კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი დგება, ამიტომ დავიწყოთ მუშაობა როგორ მოხდეს ამ კონსტიტუციის პარლამენტიდან გამოწვევა" - აცხადებს ირმა ინაშვილი. მისივე განმარტებით, ოპოზიცია მზად არის დიალოგისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინათინ ბოკუჩავას განმარტებით, "ქართული ოცნება" საქართველომ მოსახლეობას არჩევანის უფლებას ართმევს. "ბუკიკიოს განცხადება იყო მკაცრი, როცა მან აღნიშნა, თუ კომპრომისი ვერ მიიღწევა კონსტიტუცია არალეგიტიმური იქნებაო. "ქართული ოცნება" ქართველ ხალხს არჩევანის უფლებას ართმევს და ეს არის სიტუაცია, როცა მმართველი გუნდი ყველას წინააღმდეგ არის" - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.