არასწორი მონაცემებით პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის დოკუმენტის დამზადებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან 8 ათას 198 მოქალაქე გათავისუფლდა. მათ ამნისტიის კანონით ისარგებლეს, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა.
ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა და იგი იმ პირებზე ვრცელდება, რომლებმაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში შესწორება თვითნებურად 2009 წლამდე შეიტანეს და დოკუმენტით კანონის ამოქმედებამდე ისარგებლეს.
არასწორი მონაცემებით პირის მიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დამზადება კანონით დასჯადი ქმედებაა და იგი ჯარიმასთან ერთად სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, პატიმრობასაც ითვალისწინებს. ამნისტიის პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.