საპატრიარქოს განცხადება

29 ივნისი 2017, 00:00 2028 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხის და საღმრთო ზიარების შეჩერებასთნ დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა.

განცხადებაში წერია,  რომ საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.

''ასევე დოკუმენტში აღნიშნულია  რომ  27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის დროებით ზიარების შეჩერება მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა.''

ამავე კატეგორიაში