2 დღეში მატარებლით მგზავრობის მსურველებს გაზრდილი ფასის გადახდა მოგიწევთ. სეზონური ფასები გაზრდილია თბილისი-ბათუმის მატარებელზე ბიზნეს და პირველი კლასის ადგილებზე. საქართველოს რკინიგზას განმარტებების გაკეთება მოუხდა. დეტალებს მზია მართალიშვილი მოგვიყვება.
დაშავებული და გარდაცვლილი ქვეითების, არაერთი ავტოავარიის შემდეგ დღეს პირველად ყველაზე აქტიურად განიხილეს ქვეითებისა და მძროლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის გასატარებელი ღონისძიებები ბათუმის საკრებულოში. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც. ნათია ლომაძე გვეტყვის რა გადაწყვეტილებები მიიღეს ქალაქის თვითმმართველობაში.
''ბათუმობა'', ღონისძიების ორგანიზებისთვის გაზრდილი ბიუჯეტი და უკონკურსოდ შესყიდული სცენარი. ვინ არის რევაზ ახრახაძე, ვინც, როგორც ვიცე-მერი ამბობს, კომისიას სცენარი საკუთარი ინიციატივით შესთავაზა. რატომ დაიწუნა მერიამ კულტურის ცენტრის პროგრამა? სწორედ ამას აპროტესტებდნენ დღეს დეპუტატები. ირინე წუწუნავა ამზადებს რეპორტაჟს.
ალპური ბაღი გოდერძის ურელტეხილზე. შქერნალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები დაწყებულია. განაშენიანების გეგმის შესახებ სოფო შავაძე მოგვიყვება. რეპორტაჟს 9 საათიდან ნახავთ.
გვიყურეთ 9 საათიდან, ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებზე, ''მთავარი'' ამბების გუნდთან ერთად, თეონა ბაკურიძე მოგიყვებათ.