თემები, რომელსაც „მთავარი 9“-ზე ნახავთ

27 ივნისი 2017, 00:00 2785 ნახვა

  გიორგი მამალაძეს სამღვდელო მსახურების უფლება და საღმრთო ზიარება შეუჩერდა. მიტროპოლიტ დიმიტრის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გამოძიების დასრულებამდე, შეუჩერეს სტატუსი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი საკითხი სინოდს გადაეცემა. ამის გარდა, მთავარში 9-ზე მოგიყვებით სასულიერო პირების ვიზიტზე ბრალდებულთან, ასევე პროკურატურის მთავარი მოწმის ქვეყნიდან წასვლის შესახებ. 

  დღეს კიდევ ერთხელ დავსვამთ კითხვებს: დაცულია თუ არა ქვეითის და მძღოლის უსაფრთხოება? რას აკეთებს ამისთვის საპატრულო პოლიცია? რატომ არ კეთდება მაგალითად ჭავჭავაძის ქუჩაზე გზაგამყოფი მოაჯირი და აპირებს თუ არა ქალაქის მერია ბარცხანის ტერიტორიაზე გადასასვლელი ხიდების გაკეთებას? მოკლედ ვისაუბრებთ თემაზე: გადასახედია თუ არა სახელმიწფოს მიდგომა. მორიგი ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად დღეს 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

   ქალაქის მერიამ “მის და მისტერ პლანეტის” ჩასატარებლად შესაძლოა 61 ათასი ლარი დახარჯოს. დაფინანსების საკითხს საკრებულო ხვალ გადაწყვეტს. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს. დეტალები ნახეთ ნახევარ საათში. 

  ერთ კვირაში საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. ივლისის ბოლოს კი მასწავლებელთა გამოცდები ჩატარდება. რა ცვლილებებია დაგეგმილი? ნათია ლომაძე მოგვიყვება დეტალებს.

გვიყურეთ 9 საათიდან, ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებზე, ''მთავარი'' ამბების გუნდთან ერთად, თეონა ბაკურიძე მოგიყვებათ.

ამავე კატეგორიაში