კირნათი - ჩხუტუნეთის გზის რეაბილიტაცია

27 ივნისი 2017, 00:00 3991 ნახვა

კირნათი-ჩხუტუნეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის არხი, 16 საყრდენი კედელი, 2 კილომეტრზე მეტი გზის ნაწილი კი მოასფალტდება. სამუშაოების ღირებულება მილიონი ლარია.

მაჭახლის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავჯდომარემ და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვარიელეს. დეპარტამენტი ასფალტის საფარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ 26 კილომეტრზე დააგებს. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მაღალმთიანი დასახლების სტატუსით გათვალისწინებული შეღავათების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი