შსს-ს: აჭარაში 2017 წლის იანვრიდან-მაისამდე ქვეითზე შეჯახების 56 შემთხვევაა დაფიქსირდა

27 ივნისი 2017, 00:00 5088 ნახვა

ბოლო 10 დღეში ბათუმში ქვეითზე ავტომობილის შეჯახების მესამე შემთხვევაა დაფიქსირდა.  21 ივნისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ  დრომდე კრიტიკულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში წელს იანვრიდან მაისამდე,  ქვეითზე შეჯახების 56 შემთხვევაა რეგისტრირებული. უწყების ცნობით ამავე  პერიოდში, 125-ე მუხლით  6 ათას 74 სამართალდარღვევის  ქვითარი შედგა, რაც საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას და ქვეითისათის გზის არ დათმობას გულისხმობს.

2017 წლის პირველ  5  თვეში  არასწორად გზის გადაკვეთის გამო 301 ქვეითი დაჯარიმდა. 

ამავე კატეგორიაში