ენმ - ს პრეტენზიები ქობულეთის გამგეობას

24 ივნისი 2017, 00:00 2415 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი პრეტენზია ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურს ეხება. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირწმუნება, რომ ახლადშეძენილი 4 ნაგავმზიდი უხარისხოა და ტექნიკას ნაგვის კონტეინერების აწევა უჭირს.

მერაბ ცინცაბაძე აცხადებს, რომ მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი იყო  გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი  მანქანები  530 400 ლარად ჩამოიყვანა. დარჩენილი თანხით დასუფთავების სამსახურისთვის დამატებითი ტექნიკის შეძენას გეგმავს  გამგეობა.  დასუფთავების  სამსახურის უფროსი კი  აცხადებს, რომ მანქანები  სტანდარტების შესაბამისია.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი