“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შუახევის ორგანიზაციაში პრემიერმინისტრს ნიგაზეულის მოსახლეობისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
სოსლან ზოიძე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დრეს გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ცდილობდა, რაშიც მათ, მისივე მტკიცებით, გამგეობისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი შეუშალეს. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე განმარტავს, რომ მოსახლეობას პრემიერთან შეხვედრა არ უცდია.