ენმ-ს პრეტენზიები ქობულეთის გამგეობას

24 ივნისი 2017, 00:00 2506 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი  სანდასუფთავების სამსახურს უხარისხო მანქანების შეძენაში ადანაშაულებს. მერაბ ცინცაბაძე აცხადებს, რომ 4 ნაგავმზიდის შესაძენად ბიუჯეტში 800 ათასი ლარი იყო  გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი  მანქანები  530 400 ლარად ჩამოიყვანა, რაც მისივე ინფორმაციით,  დაბალი ხარისხის ხარჯზე მოხდა.

ცინცაბაძე ირწმუნება, რომ ახალ  ტექნიკას ნაგვის კონტეინერების აწევა უჭირს და უმოქმედო მალე გახდება. საკრებულოს წევრი განმარტებას გამგებლისგან ითხოვს. ქობულეთის გამგეობაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. გამგებლის მოადგილის თქმით, მანქანები თანამედროვე სტანდარტებისაა. უწყების ოფიციალურ კომენტარს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი