ავტოსადგურის ტერიტორიაზე 130 სავაჭრო დახლისა და 40 ჯიხურის განთავსება იგეგმება

23 ივნისი 2017, 00:00 4630 ნახვა

გარე მოვაჭრეებმა სავაჭროდ გოგოლის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე უნდა გადაინაცვლონ - შესაბამისი მემორანდუმი ბათუმის მერიასა და “მეტრო ავრასია ჯორჯიას” შორის გაფორმდა. ავტოსადგურის ტერიტორიაზე 130 სავაჭრო დახლი და 40 ჯიხური განთავსდება. ხელშეკრულება წელიწადნახევრიან პერიოდს მოიცავს და ამ დროის განმავლობაში მოვაჭრეებს დახლები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ..

ამავე კატეგორიაში